1349
Posted by: davitpakeliani at 16:25, July 5 2013.

 

 

QQ number : 2256928942

5 იანვარი 2014 წელი/ მხარდაჭერა

2014 წელი სასიამოვნო მოულოდნელობით დაიწო!


საქართველოს საპატრიარქოს 6 თვიანი სარედაქციო მუშაობის შემდეგ (საპატრიარქოს სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე) მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება:
წიგნი ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო" უმიდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით და მისი წინასიტყვაობით გამოიცემა!
წინათქმის ტექსტი 2013 წლის 31 დეკემბერს დილის 5:30 საათზე გადმოგვეცა.
ამით მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია!!!
უწმიდესმა აკურთხა და დალოცა ჩვენი შრომა! გვისურვა წარმატებები! მადლობა გადაგვიხადა გაწეული სამუშაოსთვის და მას დიდი საქმე უწოდა!
ამ დიდ წარმატებას ვულოცავ პროექტის ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს!

 

20 აგვისტო 2013 წელი/მხარდაჭერა

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაეცნო პროექტს ,,საქართველო და მსოფლიო" და მისი გამოცემები საქართველოს პოპულარიზაციის და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის საქმეში ხელის შემწყობ გამოცემებად შეაფასა.

 

17 ივლისი 2013 წელი/შეხვედრა

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და სამინისტროს სხვა, მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. პროექტ ,,საქართველო და მსოფლიო“-ს ფარგლებში გამოსაცემი წიგნი ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო“ კომპანიის ხელმძღვანელმა დავით პაკელიანმა წარადგინა. სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში უახლოეს დღეებში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება, შეხვედრაზე პროექტის მხარდაჭერის შესაძლებლობებს განიხილავენ. სამინისტროს წარმომადგენლება მაღალი აკადემიური შეფასება მისცეს პროექტს და მისი მხარდაჭერა სამინისტროსთვის პრიორიტეტულად დაასახელეს.

 

 

 

16 ივლისი 2013 წელი/შეხვედრა

საგარეო საქმეთა სამინისტროში კომპანია ,,ჰოლდინგი დედაქალაქი“-ს მიერ პროექტ ,,საქართველო და მსოფლიო"-ს ფარგლებში გამოსაცემი წიგნის ,,აფხაზეთი ჩვენი სამშობლო“-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი  დაესწრო. შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელის დავით პაკელიანის მიერ წარმოდგენილი იყო წიგნის კონცეფცია და მაკეტი, რომელიც აფხაზეთის შესახებ ენციკლოპედიური ხასიათის დასრულებულ ალბომურ ნაშრომს წარმოადგენს.

წიგნი მოიცავს სამეცნიერო მასალების კრებულს საქართველოს ისტორიული და პოლიტიკური რეგიონის, აფხაზეთის შესახებ.

წიგნის სარედაქციო შემადგენლობაში ცნობილი ქართველი მეცნიერები და მკვლევარები არიან, მათ შორის: როინ მეტრეველი, ჯემალ გამახარია, მარიამ ლორთქიფანიძე, ლია ახალაძე, სერგო ვარდოსანიძე და ბეჟან ხორავა.

"სამინისტრო მხარს დაუჭერს დავით პაკელიანის წიგნის ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო“ გამოცემას და მზადაა პროექტის პოპულარიზაციაში აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის. შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხი წიგნის აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე თარგმნისა და მის ერთდროულ გამოცემაზე. სამინისტრო მზადაა პროექტის მხარდასაჭერად, რისთვისაც უახლოეს მომავალში მხარდაჭერის წერილსაც მოამზადებს".- აღინიშნა შეხვედრაზე.

 

15 ივლისი 2013 წელი/შეხვედრა

15 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ოთარ (გიორგი) კვესიტაძისა და პროექტ ,,საქართველო და მსოფლიო"-ს ხელმძღვანელის დავით პაკელიანის შეხვედრა. განხილული იყო საკითხი პროექტის მხარდაჭერის შესახებ.
შეხვედრამ დიდი წარმატებით და პროექტის მიმართ მაღალი შეფასებით ჩაიარა. პრეზიდენტმა აკადემიის სახელით პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა, რაც მეტად მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის მნიშვნელობას.

10 ივლისი 2013 წელი

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში პროექტ ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო"-ს პრეზენტაცია გაიმართა. სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პროექტი მოიწონა და მის მიმართ სრული მხარდაჭერა აღუთქვა გამომცემელი კომპანიის ხელმძღვანელობას. სამინისტრომ პროექტის მიმართ შესაბამისი მხარდაჭერის წერილიც მომზადდა.

,,სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ წიგნის გამოცემაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა, თანადგომა თუ მხარდაჭერა ყველასთვის დიდი პატივია." - აღნიშნულია წერილში.

შეხვედრაზე განხილული იყო საკითხი წიგნის რუსულ და აფხაზურ ენებზე თარგმნის შესაძლებლობის შესახებ. გამომცემელი კომპანიის დირექტორმა დავით პაკელიანმა მისი პროექტით დაინტერესების, პროექტის ფუნდამენტური განხილვისა და პროექტის მიმართ მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის გამო მინისტრს მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის იდეას სახელმიფო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობათა დათბობის ახალი ტალღა უწოდა.

 

9 ივლისი 2013 წელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროექტ ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო"-ს პრეზენტაცია გაიმართა. მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ქებურიამ პროექტს მაღალი შეფასება მისცეს, სამინისტროს სახელით უწყების მიერ შესაბამისი მხარდაჭერის წერილიც მომზადდა.

8 ივლისი 2013 წელი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში პროექტ ,,საქართველო და მსოფლიო"-ს პრეზენტაცია გაიმართა. სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები პროექტის გაცნობის შემდეგ გამოდიან ინიციატივით პროექტის ფარგლებში გამოსაცემი წიგნის ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო"-ს ფართო საინფორმაციო მხარდაჭერისა და საზღვარგარეთ მისი პოპულარიზაციის შესახებ.

,,საქართველოში მსგავსი პროექტი აქამდე არ შექმნილა" - აღნიშნულია სამინისტროს მიერ პროექტის მიმართ, გამომცემელი კომპანიისადმი მიწერილ ოფიციალურ მხარდაჭერის წერილში

 

 

 

2013 წლის 9 და 10 ივლისს 15 საათზე. გაიმართება პროექტის ,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" სარედაქციო კოლეგიის დახურული სხდომა.

დღის წესრიგი:

1. აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მოხსენების განხილვა.

2. თემის ,,ენა და დამწერლობა" რედაქტორის მოხსენება. მომხსენებელი პროფესორი ლია ახალაძე.

 

 

5 ივლისი 2013 წელი

2013 წლის 6 და 7 ივლისს 13 საათზე. კომპანიის ოფისში გაიმართება პროექტის ,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო" სარედაქციო კოლეგიის სხდომა, სხდომა დახურულია და მას მხოლოდ უფლებამოსილი (საბჭოს წევრები) პირები დაესწრებიან.

დღის წესრიგი:

1. აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მოხსენება.

2. პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მოხსენება.

 

 

 

 

 

1 ივლისი 2013 წელი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში კომპანია ,,ჰოლდინგი დედაქალაქი“-ს მიერ პროექტ ,,აფხაზეთი ჩვენი სამშობლო“-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მინისტრი დავით დარახველიძე და მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელის დავით პაკელიანის მიერ წარმოდგენილი იყო წიგნის კონცეფცია და მაკეტი, რომელიც აფხაზეთის შესახებ ენციკლოპედიური ხასიათის დასრულებულ ალბომურ ნაშრომს წარმოადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მხარს უჭერს დავით პაკელიანის პროექტს ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო“ და მზადაა წიგნის გამოცემაში და პროექტის პოპულარიზაციაში  აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის - აღინიშნა შეხვედრაზე. სამინისტროს მიერ გამომცემელი ორგანიზაციის სახელზე მომზადდა სპეციალური მხარდაჭერის წერილი და გადაეგზავნა მხარეს.

 ,,ჩვენი სამინისტრო მხარს უჭერს წარმოდგენილ პროექტს და შუამდგომლობს მას, როგორც ეროვნულ ინიციატივას, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი გამოცემები ჩვენი ქვეყნისათვის მეტად სასარგებლო და საინტერესოა. ჩვენი აზრით, აუცილებელია ამ წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნა, რათა უაღრესად მნიშვნელოვან მასალას საერთაშორისო საზოგადოებაც გაეცნოს“- აღნიშნულია მხარდაჭერის ოფიციალურ წერილში.

 ...................................................

ივნისი 2013 წ.

 ოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე გაეცნო პროექტ ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო"-ს და უნივერსიტეტის სახელით პროექტის მიმართ ოფიციალური მხარდაჭერა გამოხატა.

   ......................................................

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია კომპანია ,,ჰოლდინგი დედაქალაქის“ დირექტორს დავით პაკელიანს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტი ,,აფხაზეთი ჩვენი სამშობლო“, რომელსაც აღნიშნული კომპანია ახორციელებს და პროექტი აფხაზეთის შესახებ ენციკლოპედიური ხასიათის ალბომურ წიგნს წარმოადგენს.

     ,,აფხაზეთის ავტონომუირი რესპუბლიკის მთავრობის მიერ მოწონებულია თქვენი პროექტი, მისი კონცეფციის გათვალისწინებით სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ და დარწმუნებულნი ვართ მას მრავალი ქომაგი, მხარდამჭერი და სპონსორი გამოუჩნდება, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტებით სამწუხაროდ არ ვართ განებივრებულნი.“ - ნათქვამია პროექტის მიმართ მხარდაჭერის ოფიციალურ წერილში, რომელიც ვახტანგ ყოლბაიამ დავით პაკელიანს გადასცა.

........................................................................................

აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ პროექტი ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო"-ს მიმართ ოფიციალური მხარდაჭერა გამოხატა და შეუერთდა მხარდამჭერთა რიგებს.

...................................................................

 

აფხაზეთის ა/ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ პროექტს ,,აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო" ოფიციალურად დაუჭირა მხარი. ეს მხარდაჭერა სამინისტროდან 2008 წლიდან დღემდე უწყვეტად ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტის სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის.

  ........................................................................

 ,,აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ქართული საგამომცემლო პროექტია. წიგნში რეგიონის შესახებ სხვადასხვა თემატიკა ერთიანადაა წარმოდგენილი. მასში მკითხველი აფხაზეთზე თითქმის ნებისმიერი ინფორმაციისა და სამეცნიერო ნაშრომის მოძიებას შეძლებს. გამოყენებული მასალის უმეტესობა პირველად ხდება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ეს არის სამეცნიერო ენციკლოპედიური ხასიათის ალბომი, რომლის ანალოგი ჯერ არ გამოცემულა. წიგნი გაფორმებულია ცნობილი ქართველი დიზაინერებისა და მხატვრების მიერ. პროექტის სარედაქციო შემადგელობა საზოგადოების ნდობით აღჭურვილ, ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა დიდი ჯგუფით არის წარმოდგენილი, რაც პროექტის აკადემიურ ღირებულებას ზრდის და მისი ხარისხის მთავარი გარანტია.  

 

 



 
Administer